Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადიან გამოჯანმრთელებული ადამიანები თვითიზოლაციაში - გამყრელიძის პასუხი


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კვლავ თვითიზოლაციაში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინების გამო გადადიან. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოში რეინფექციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, თუმცა მაინც ფიქსირდება.

"მორჩენილი ადამიანი, ვისაც სისხლში ანტისხეულები უჩნდება, ეს იცავს. რა პერიოდით, ჯერ არავინ იცის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებით... რეინფექცია ძალიან იშვიათია მსოფლიო პრაქტიკით, მაგრამ ამის შემთხვევები და ეს თვითიზოლაცია ავირჩიეთ ჩინეთის მაგალითი (ორი კვირა). აქ მკაცრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვეთრი რეკომენდაცია არ არის", - თქვა მან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გამოჯანმრთელების შემდეგ ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევენ. როგორც გამყრელიძე ამბობს, საქართველოში რეინფექცირების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG