Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავაჭრო ობიექტების გახსნის ეტაპობრივი გეგმა


14 აპრილს, ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სავაჭრო ობიექტების, რესტორნების, სპორტული და სხვა სახის ობიექტების ეტაპობრივ გახსნას.

20 აპრილიდან ჩეხეთში მუშაობას განაახლებენ აგრარული ბაზრები და ავტოსალონები. ასევე შესაძლებელი გახდება პროფესიონალი სპორსტმენებისთვის საწვრთნელი ვარჯიშების და ასევე მცირერიცხოვანი ქორწინების ჩატრება.

ჩეხური მედიის თანახმად, ერთ კვირაში გაიხსნება 200 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიები, 11 მაისიდან 8 ივნისამდე ეტაპობრივად განაახლებენ მუშაობას მსხვილი სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს 14 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამოცხადებიდან დღემდე დაინფიცირებულად ითვლება 6059 კაცი, 147 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 527 - განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG