Accessibility links

ამირან გამყრელიძე: მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი უნდა გაირეცხოს


არსებობს თუ არა მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტებიდან კორონავირუსის გადადების რისკი? - ამ შეკითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ რეკომენდებულია მაღაზიიდან მიტანილი პროდუქტები გაირეცხოს.

„კორონავირუსი არის წვეთოვანი ინფექცია, ის გადაეცემა წვეთების სახით, თუ ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს და ახლოს არის დაახლოებით 1,5 მეტრით, 2 მერტზე ახლოს მას შეიძლება ეს წვეთი მოხვდეს და გადაედოს. ასევე ის გადადის დაბინძურებული საგნებით, ამიტომაც ვამბობთ, რომ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა არის მთავარი იარაღი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შინ მიტანილი პროდუქტის ნაწილი უნდა დაიმდუღოს, ნაწილი გაირეცხოს, თერმული დამუშავების შემდეგ პროდუქტი საშიში არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG