Accessibility links

გამყრელიძე: საქართველოს ეკლესია ხელს უწყობს ერის განვითარებას, ერის ჯანმრთელობას


ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე ილაპარაკა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„კვირას იქნება ჩვენი ყველაზე დიდი (შობასთან ერთად) საუფლო დღესასწაული, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელზედაც ყოველთვის ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. იცით, რომ ამ საკითხზე ბევრი კითხვა შემოდის, როგორ უნდა აღინიშნოს წელს. ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს (და დღეს პრემიერმა განაცხადა ამის შესახებ) კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან. საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და ყველაზე უფრო აღიარებული საუკუნეების განმავლობაში ინსტიტუცია ქვეყანაში. მან გამოიარა ათასწლეულები და ის მხოლოდ ხელს უწყობდა და უწყობს ერის განვითარებას, ერის ჯანმრთელობას, ერის განათლებას. ამიტომ, ეს ორი კვირა ვნების, შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ (ეს სიტყვა დამკვიდრდა უკვე), კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ, უნდა გავითავსოთ, როგორ მოვიქცევით, თითოეული ჩვენგანი ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ ავარიდებთ თავს დიდ შეკრებებს“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ეკლესიამ საერთო კოვზით ზიარების წესი კი უცვლელად დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG