Accessibility links

site logo site logo

კალაძე თბილისიდან გამსვლელებს მოუწოდებს სახლში გაზი, წყალი და დენი შეამოწმონ


თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისიდან გამსვლელებს მოუწოდებს, შეამოწმონ სახლში წყალი, გაზი და ელექტრო ენერგია გათიშულია თუ არა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ბევრი ადამიანი გადის ამ დღეებში თბილისიდან... თბილისელებს მინდა ვთხოვო, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ და გაითვალისწინონ საცხოვრებელში კარგად შეამოწმონ ბუნებრივ აირის გამორთვა, ასევე ელექტროენერგიის, წყლის. ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს", - თქვა კალაძემ.

დღეიდან, 15 აპრილიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის შესასვლელები იკეტება. უახლოესი 10 დღის განმავლობაში მოქალაქეები ამ ქალაქებში ვერც შევლენ და ვერც გამოვლენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG