Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა 1995 წლის დონემდე დაეცა


2020 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა სარეკორდო მაჩვენებლით, დღე-ღამეში 9,3 მილიონი ბარელით შემცირდება. აპრილში მოთხოვნა დღეში 29 მილიონი ბარელით შემცირდება შარშანდელ აპრილთან შედარებით და 1995 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამის შესახებ ლაპარაკია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Brent-ის მარკის ნავთობზე ივნისის ფასებმა გააძლიერა ვარდნა და ის ბარელისთვის 28,5 დოლარამდე დაეცა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ნავთობზე მოთხოვნამ კლება იწყო.

ამასთან, მსოფლიო ბაზრებზე შეინიშნებოდა ნავთობის სიჭარბე. კორონავირუსის გავრცელების შედეგებმა გააღრმავა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უთანხმოება ნავთობის მოპოვების შემცირების პირობების თაობაზე. ამის შედეგად, მარტში ნავთობის ფასები რამდენჯერმე შემცირდა და ერთ მომენტში ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარზე უფრო დაბლა დაეცა.

აპრილში ჯგუფ OPEC+-ში შემავალი ქვეყნები შეთანხმდნენ, ნავთობის მოპოვება მაისსა და ივნისში დღე-ღამეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირონ. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოპოვების ასეთი მასშტაბური შემცირება ვერ დაიცავს ნავთობის ფასებს შემდგომი ვარდნისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG