Accessibility links

ევროკომისიამ სამი კრიტერიუმი შეიმუშავა საკარანტინო ზომების გასაუქმებლად


ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ სამი კრიტერიუმი შეიმუშავა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების გასაუქმებლად. მაგრამ შეზღუდვების მოხსნის ზუსტი თარიღი უცნობია. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების მოხსნის პირველი კრიტერიუმი უნდა გახდეს COVID-19-ის გავრცელების შესუსტება, კერძოდ, დაავადებისა და ჰოსპიტალიზების შემთხვევათა კლება.

ევროკომისია მეორე კრიტერიუმად ასახელებს ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოების საკმარის პოტენციალს. ის მოიცავს პაციენტების განთავსებისთვის საჭირო საკმარის ადგილებს, სამედიცინო ტექნიკისა და პრეპარატების ქონას.

მესამე კრიტერიუმია ინფიცირებულ პირთა დაავადებისა და მათი კონტაქტების მონიტორინგი. ეს პუნქტი ტესტირების ფართო შესაძლებლობებს გულისხმობს.

4 მაისს ევროკომისია გამართავს დონორების კონფერენციას კორონავირუსთან ბრძოლისთვის - პირველ რიგში ვაქცინის შესაქმნელად - სახსრების შესაგროვებლად.

უკანასკნელი მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს აღემატება. ეს მსოფლიო მაჩვენებლის ნახევარია. ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობამ კლება იყო, მაგრამ ეპიდემიის უკუსვლის შესახებ განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო მცირე შეღავათებს უშვებენ მოსახლეობისთვის, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში საკარანტინო ზომები მაისის შუამდეა გაგრძელებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG