Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და სეპარატისტებმა პატიმრების გაცვლის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყეს


პატიმრების გაცვლა უკრაინაში, 2019 წლის 29 დეკემბერი
პატიმრების გაცვლა უკრაინაში, 2019 წლის 29 დეკემბერი

უკრაინის მთავრობამ და რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედმა სეპარატისტებმა დაიწყეს პატიმართა გაცვლის კიდევ ერთი ეტაპი.

ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი იტყობინება ფეისბუკით 16 აპრილს. ცნობით, 19 უკრაინელი, რომლებიც სეპარატისტებს ჰყავდათ დაპატიმრებული, კიევში ბრუნდებიან.

რუსეთის სააგენტოების თანახმად, გაცვლა მოხდა დონეცკის რეგიონში, ქალაქ ჰორლივკასთან.

ამ დროისთვის არ არის ნათელი, რამდენი პატიმრის განთავისუფლებას და სეპარატისტებისთვის გადაცემას აპირებს კიევი.

უკრაინის და რუსეთის მხარეებმა "სამმაგ საკონტაქტო ჯგუფში" 8 აპრილს განაცხადეს, რომ პატიმრების გაცვლა უნდა მომხდარიყო აღდგომის დღემდე, ანუ 19 აპრილამდე.

უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც კიევში 2014 წლის თებერვლის საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადააყენეს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.

ამის შემდეგ რუსეთმა, უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული, დაიკავა და ხელი შეუწყო სეპარატისტულ მოძრაობას უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც მიმდინარე ომს დღემდე 13200 ადამიანი ემსხვერპლა.

პატიმრების გაცვლა მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას საომარი მხარეებისადმი მთელ მსოფლიოში, შეწყვიტონ ბრძოლა კორონავირუსის პანდემიის ვითარებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG