Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში ღამის სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება


ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო წირვა ღამისთევით ჩატარება მხოლოდ მონასტრებში, მრევლის გარეშე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ღამით წირვას აღავლენს სამების დედათა მონასტერში სასულიერო პირებთან და მონაზვნებთან ერთად.

დეკანოზის ინფორმაციით, ღამით ღვთისმსახურება არ ჩატარდება არცერთ სამრევლო ტაძარში. იქ წირვა 19 აპრილს, დილის 7 საათზე აღევლინება და მას მრევლი დისტანციის დაცვით დაესწრება.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

15 აპრილს ღამით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და დილის 6 საათის შემდეგ დატოვებს.

კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების თხოვნა და მოთხოვნა სახლში დარჩენაა. ამასვე მოწოდების ფორმით აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომელიც იმასაც აცხადებს, რომ კანონი ყველასთვის ერთია. თუმცა, მაგალითად, 12 აპრილს, ბზობის საეკლესიო დღესასწაულზე პრაქტიკულად, არავინ დაუჯარიმებიათ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების დარღვევისთვის. მათ შორისაა სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG