Accessibility links

დუშანბე აღარ აღნიშნავს სამოქალაქო დღესასწაულს კორონავირუსის პანდემიის გამო


ბაზარი დუშანბეში, 2020 წლის 14 აპრილი

ტაჯიკეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა საჯარო ღონისძიებები, რომლითაც უნდა აღენიშნათ სამოქალაქო დღესასწაული, თუმცა ამ ქვეყანაში ოფიციალურად არ არის COVID-19-ის არცერთი შემთხევა აღნუსხული.

დუშანბის საქალაქო საბჭომ განაცხადა 16 აპრილს, რომ „დედაქალაქის დღის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ყველა საჯარო საზეიმო ღონისძიება გაუქმდა, რათა თავიდან იქნეს აცილებული COVID-19-ის გავრცელება და დაცულ იქნეს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. ტაჯიკეთსა და თურქმენეთს, შუა აზიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ აღურიცხავთ ოფიციალურად კორონავირუსის არცერთი შემთხვევა. ამის თაობაზე უნდობლად არიან განწყობილი ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ ამ ქვეყნების მთავრობებს აკლიათ გამჭვირვალობა საქმიანობაში და დამოუკიდებელი მედია იქ არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG