Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ საპატრიარქოს კრიტიკის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 


გოჩა ბარნოვი
გოჩა ბარნოვი

თეოლოგ გოჩა ბარნოვს ქუჩაში უცნობმა პირმა დაარტყა. როგორც მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, უცნობი მას საპატრიარქოს კრიტიკის გამო გაუსწორდა ფიზიკურად.

„სამშაბათს, მქონდა ინტერვიუ მუხიანში, ჩემს სახლთან ახლოს. ინტერვიუს დასასრულის დროს, ჩემთან მოვიდა ვიღაც უცნობი პიროვნება, სავარაუდოდ ნასვამი და დამიწყო საუბარი იმაზე, თუ რა უფლებით ვაძლევ ინტერვიუს და რომ ეს ინტერვიუები აღარ უნდა მივცე, რატომ ვაკრიტიკებ საპატრიარქოს. მე მას ვკითხე თუ ვინ იყო, რის შემდეგაც დამარტყა“, - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით გოჩა ბარნოვმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

XS
SM
MD
LG