Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ 17 აპრილიდან სავალდებულო ხდება პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, დამრღვევი 15 000 ლარით დაჯარიმდება.

„იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი. ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ამასთან ერთად, ბრიფინგზე განაცხადა, რომ 17 აპრილს, დილის 12 საათიდან ქვეყანაში მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG