Accessibility links

ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლაზე


მთავრობის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ხვალიდან, 17 აპრილიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლაზე. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დრომდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ჩაიკეტებოდა თბილისისა და ქუთაისში არსებულ სასაფლაოებთან მისასვლელი გზა.

ჩიქოვანმა ამასთან ერთად, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, დილის 12 საათიდან ქვეყანაში მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება, კერძო კომპანიები კი ვალდებულები იქნებიან სივრცეში მხოლოდ პირბადით შეუშვან ადამიანები.

საგანგებო ბრიფინგზე განცხადებები ასევე გააკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG