Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

99 წლის ვეტერანმა $22 მილიონი შეაგროვა კორონავირუსის „ფრონტის ხაზზე“ მყოფი მედპერსონალის დასახმარებლად


მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა, ტომ მურმა, შემოწირულებების სახით $22 მილიონი დოლარი შეაგროვა მას შემდეგ, რაც 99 წლის ყოფილმა კაპიტანმა საკუთარ ბაღს 100-ჯერ შემოარტყა წრე.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი თავდაპირველად გეგმავდა მხოლოდ 1250 $-ის შეგროვებას კრონავირუსის პანდემიის წინაააღმდეგ მებრძოლი ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მუშაკების დასახმარებლად.

როგორც გაირკვა, 99 წლის ბრიტანელი ოფიცრის საქველმოქმედო ინიციატივაში თავისი წვლილი დაახლოებით 800 ათასი ადამიანმა შეიტანა.

„ბოლო მსოფლიო ომში ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ახლა კი ჩვენი არმია, უნიფორმებში მყოფი ჩვენი ექიმები და მედდები არიან“, - განაცხადა ბრიტანელმა ვეტერენმა და, „ამასაც გადავიტანთო,“ - დასძინა.

ბრიტანეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი აღმოაჩნდა ჯამში სულ მცირე 104 ათას ადამიანს, COVID-19 ვირუსმა იმსხვერპლა დაახლოებით 13700 პაციენტი.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთის არმიის კაპიტანი ტომ მური ინდოეთში, მიანმარსა და ინდონეზიაში მსახურობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG