Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი გამყრელიძესა და იმნაძეზე: ბოდიში მოიხადონ, ჭკუა აქვთ ახლა ამათ?


მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებისგან, პაატა იმნაძისგან და ამირან გამყრელიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მეუფე იმ განცხადებამ გააბრაზა, რომლითაც ისინი მოქალაქეებს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

"ჭკუა აქვთ ახლა ამათ, რომ იძახიან აღდგომას არ წახვიდეთო? მე ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ", - ამბობს ის.

მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ იმნაძე და გამყრელიძე ხალხს "აპანიკებენ":

"რო გამოდიხარ და პანიკებს თესავ, პანიკებს ვინც თესავდა ომის დროს, მე კარგად ვიცი რასაც უშვებოდნენ​... როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ", - ამბობს მეუფე იაკობი.

საქართველოში დღითი დღე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიებში, რადგან ინფიცირების რისკი მაღალია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG