Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: მეუფე იაკობი ჩემზე უმცროსია, ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ბოდბელ მთავარეპისკოპოსს იაკობს „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო?! მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომაზე, როდესაც საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან რაზეც ვისაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში დისკუსიაში არ შევალ. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“ ,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მთავარეპისკოპოსის გულისწყრომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებებმა გამოიწვია, როდესაც ისინი მოქალაქეებს აღდგომის ღამეს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

„რო გამოდიხარ და პანიკებს თესავ, პანიკებს ვინც თესავდა ომის დროს, მე კარგად ვიცი, რასაც უშვებოდნენ​... ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა, ყველამ მიხედოს თავის საქმეს, ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი მოდის ჩვენთან, რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ... თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე დაგველაპარაკონ“, - თქვა იაკობმა. მან ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის პაატა იმნაძის მიმართ მწვავედაც ილაპარაკა: „ჭკუა აქვთ ახლა ამათ, რომ იძახიან აღდგომას არ წახვიდეთო? მე ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ".

XS
SM
MD
LG