Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საავადმყოფოებზე კიბერშეტევა განხორციელდა საინტერნეტო უსაფრთხოების სამსახურების გაფრთხილების შემდეგ


Phishing-ის მაგალითი
Phishing-ის მაგალითი

ჩეხეთის ორი საავადმყოფო გახდა კიბერშეტევის სამიზნე ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ხელისუფლებამ გაფრთხილება გამოთქვა მოახლოებული საფრთხეს თაობაზე.

მთავრობის თანახმად, საფრთხეს წარმოადგენდა „მნიშვნელოვანი თავდასხმების კომპლექსური კამპანიია“ ჩეხეთის საავადმყოფოების და სხვა მსხვილი სამიზნეების საინტერნეტო ტექნოლოგიის და საკომუნიკაციო სისტემების წინააღმდეგ.

ქალაქ ოსტრავის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს თანახმად, 17 აპრილის ღამით მან მოიგერია თავის ერთ-ერთ სერვერზე თავდასხმის მცდელობა, ხოლო ოლომოუცის საავადმყოფომ განაცხადა, რომ შენიშნა საეჭვო ქმედებები.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა 17 აპრილს, რომ მთავრობამ ყურად იღო გაფრთხილება და სრული ყურადღებით ეკიდება საფრთხეს.

ბაბიშის თქმით, ჯერ იყო გარკვეული სასინჯი სვლა, რათა დაედგინათ, თუ რას გაუძლებდა ჩვენი სისტემა და შემდეგ მოხდა ეს თავდასხმები საავადმყოფოებზე.

სადაზვერვო და საინტერნეტო უსაფრთხოების სამსახურები იტყობინებოდნენ და აფრთხილებდნენ საავადმყოფოებსა და COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ სხვა ობიექტებს phishing-ის და კიბერშეტევების თაობაზე

სასიკვდილო კორონავირუსს მსოფლიოში შეეწირა 150 ათასი ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 2,2 მილიონზე მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG