Accessibility links

თურქმენეთში ჰომოსექსუალობის ბრალდებით შოუმენი დააკავეს


ცნობილი თურქმენი მსახიობი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, დააპატიმრეს ჰომოსექსუალობის ბრალდებით. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.

თუმცა, თავად მსახიობი პარტნიორთან და ათობით კიდევ სხვა პირთან ერთად მარტში დააპატიმრეს.

იუწყებიან, რომ რამდენიმე დაკავებული გაათავისუფლეს გირაოს გადახდის შემდეგ.

თურქმენეთის ოფიციალურ სტრუქტურებს ცნობილი შოუმენის დაპატიმრების ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თურქმენეთში, რომელიც ყველაზე უფრო ავტორიტარულ სახელმწიფოდ ითვლება ცენტრალურ აზიაში, ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG