Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოდი სახლში - „სირცხვილია“ ამ წუთებში ონლაინაქციას მართავს


„დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, პროტესტი საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გამოვხატოთ. მაგრამ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია უფლება თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს 19:00 საათზე ონლაინ აქციის სახით გავაპროტესტებთ ყველაფერს, რაც სირცხვილია“, - ამ სიტყვებით დააანონსა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აქცია, რომელსაც ადამიანები Zoom-ის საშუალებით ესწრებიან და საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ.

„იმდენი რამ დაგროვდა საპოტესტო, რომ შემეძლოს, ახლავე გავიქცეოდი პარლამენტთან და გავაპროტესტებდი, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისგებლიანი ადამიანები და ვრჩებით სახლში. ფაქტია, რომ ასე მეორეხარისხოვან ადამიანად არ მიგრძვნია თავი“, - თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრნა ნოდარ რუხაძემ.

ჯაბა ზარქუამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რომ არ გავიდეთ გარეთ, თუ არ არის ამის აუცილებლობა: „არ უნდა გავიდეთ! და არა აქვს მნიშვნელობა რა ფორმა გაცვია. არც ის ექიმები უნდა გავიდნენ, ვისი გასვლის საჭიროებაც დღეს არ არის. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელსაც არა აქვსს კარგი ჯანდაცვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრისა და აქციების ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, „პანდემიის ფონზე, საქართველოში კრიზისის მთავარი გამომწვევი არის ეკლესია, პასუხისმგებელი მაინც არის მთავრობა, სახელმწიფო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა იყოს თანასწორი კანონის წინაშე“,

ონლაინ აქციას შეუერთდა ასევე ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებობს მედპერსონალის დეფიციტი, რაც ნათლად გამოჩნდება მალე და რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია კორონავირუსით დაინფიცირებული მხოლოდ 1200 მძიმე პაციენტის მიღება. ხოლო თუ ეს რიცხვი გაიზრდება, ექიმებს მოუწევთ მოხუცი პაციენტების მოხსნა სასუნთქი აპარატებიდან და ეს იქნება ძალიან მძიმე.

აქცია „გამოდი სახლში“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ფეისბუკგვერდზე ამ წუთებშიც გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG