Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებული ყირიმის მართლმადიდებლურ ტაძრებში მსახურება ღიად ტარდება


სერაფიმე საროველის ტაძარი სიმფეროპოლში
სერაფიმე საროველის ტაძარი სიმფეროპოლში

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში, მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფ მართლმადიდებლურ ტაძრებში სააღდგომო წირვა-ლოცვა ღიად და საჯაროდ ტარდება. ხოლო სასულიერო პირები ღვთისმსახურებას ნიღბების გარეშე ატარებენ.

რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ.რეალიის“ ცნობით, სერაფიმე საროველის ტაძარში შეღებილი კვერცხების და პასქის საკურთხებლად საღამოს შეიკრიბა 1500-მდე კაცი, ნახევარი ეკლესიაში შევიდა, სხვები გარეთ ელოდებოდნენ რელიგიური წესის აღსრულებას.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კორონავირუსის გამო თვითიზოლაციის რეჟიმი 30 აპრილამდეა ძალაში, სევასტოპოლში კი ის ხვალ, 19 აპრილს, იწურება.

18 აპრილის მდგომარეობით ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირებულია 55 კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG