Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში 4 მაისამდე გაგრძელდა მკაცრი კარანტინის რეჟიმი


ქუჩების დეზინფექცია ბაქოში
ქუჩების დეზინფექცია ბაქოში

აზერბაიჯანში 4 მაისამდე გაგრძელდება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი კარანტინი, რომლის მოქმედების ვადა 20 აპრილს იწურება.

ასეთი გადაწყვეტილება 18 აპრილს მიიღო აზერბაიჯანში მთავრობის საგანგებო შტაბმა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ იზრდება კორნავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა.

ერთი დღით ადრე კარანტის გახანგრძლივებას "ერთადერთი სწორი" ნაბიჯი უწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილხამ ალიევმა.

ეპიდემიის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირდა 1373 ადამიანი. 18 პაციენტი დაიღუპა, ხოლო 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG