Accessibility links

ახალციხეში მრევლი ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე ფეხით მივიდა


კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ახალციხის საკათედრო ტაძარში მრევლის ნაწილი, კომენდანტის საათის დაწყებამდე ფეხით მივიდა. ახალციხეში განმარტავენ, რომ სიცივე, ღამისთევა და COVID 19 მათ ვერ შეაშინებთ და მათივე სიტყვებით, მათ ამაში რწმენა და რეკომენდაციების დაცვა დააეხმარება.

სააღდგომო ლიტურგია ახალციხეში, ტაძრის ეზოში, ორმეტრიან ნიშნულებზე მდგომი მრევლისთვის 11:30 სთ-ზე დაიწყება და სავარაუდოდ 03:00 სთ-მდე გაგრძელდება. ამის შემდეგ მრევლს კიდევ სამი საათი ეზოში დარჩება, რათა დაწესებული 3 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა არ მოუწიოს.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანებს ასეთი შეზღუდვებით ცხოვრება მოუწევთ.

მეორე წირვისთვის, დარჩენილი მრევლის ნაწილი, ტაძარში დილის 7 საათზე მივა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG