საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაცია უკვე ასახულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე.
COVID 19-ით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. კლინიკის აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებული პაციენტი ე.წ. "ქობულეთის კლასტერიდან" იყო, მათ საავადმყოფოში 8 აპრილიდან მკურნალობდა და კორონავირუსთან ერთად სხვა დაავადებებიც აწუხებდა.
გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც და ბოლო მონაცემებით საქართველოში ახლა 388 დადასტურებული
კარანტინის რეჟიმშია 4971. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი. უცხოეთიდან გადმოყვანილია 3 ადამიანი.