Accessibility links

ინგლისის დედოფალს არ სურს საზეიმო ზალპის მოწყობა მის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით


ელისაბედ მეორე

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ითხოვა გაუქმდეს საზეიმო ზალპი, რომელიც 21 აპრილს უნდა გაიმართოს მისი 94-ე დაბადების დღის აღსანიშნავად.

დედოფლის აზრით, უადგილოა ყველანაირი ზეიმი კორონავირუსის პანდემიის დროს.

ეს არის პირველი შემთხვევა, რაც საზეიმო ზალპის გაუქმების თხოვნა მომდინარეობას თავად ელისაბედ მეორისგან, რომელიც ბრიტანეთის ტახტზე 68 წლის განმავლობაში იმყოფება.

მონაქრის ამ განცხადების ფონია კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების ზრდა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ინფექციით ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყნების ათეულში იმყოფება.

„ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტის“ ანგარიშით კორონავირუსით ბრიტანეთში დაინფიცირებულია 115 ათასი ადამიანი, სულ მცირე 15 ათასი პაციენტი კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG