Accessibility links

გიორგი გახარია: დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე რამდენიმე წუთის მისი სააღდგომო მილოცვა გამოქვეყნდა:

"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!
თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს.

სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება.
დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება.
ქრისტე აღდგა!" - წერს გიორგი გახარია.

მილოცვას კი ახლავს 2019 წელს, აღდგომას, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში გადაღებული ფოტო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG