Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილი: საგანგებო მდგომარეობა უწყვეტად გაგრძელდება


უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განცხადა.

"ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება პროცედურებს, არავის უნდა ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა წყვეტას განიცდის - არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება", - თქვა სესიაშვილმა.

მისი თქმით, საკითხს პარლამენტში, სავარაუდოდ, 22 აპრილს განიხილავენ.

​საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის ვადით 21 მარტს გამოცხადდა. მთავრობა ვადის 10 მაისამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად 399 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას სკეპტიკურად უყურებს - რას შეცვლის ეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG