Accessibility links

გერმანია საფეხბურთო ჩემპიონატის გასაგრძელებლად ემზადება


გერმანიაში კორონავირუსის გამო შეჩერებული საფეხბურთო სეზონი, სავარაუდოდ, 9 მაისს გაგრძელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის, განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკები შემცირებულია და ჩემპიონატის განახლებაც შეიძლება, ოღონდ მაყურებლების გარეშე.

22 აპრილს გერმანიის საფეხბურთო ლიგის დირექტორი კრისტიან ზაიფერი კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ბუნდესლიგის თამაშები 9 მაისს განახლდება და გერმანიის ჩემპიონატი ივნისის ბოლოს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG