Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძის პასუხი ზურაბ გურულის კრიტიკას: ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ტყუის. კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის პრეპარატ პლაქვენილის დანიშვნასთან დაკავშირებით და გურულისთვის პასუხის გასაცემად, ცერცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ამერიკაში დასაქმებულმა ქართველმა ექიმმა არგუმენტები ვერ მოუყვანა და უსუსური პასუხები გასცა.

„მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ მას თითქოს ვიღაცებმა შესჩივლეს, რომ არ სჭირდებოდათ პლაქველინი, უსიმპტომოები იყვნენ და დაუნიშნეს. ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. და თუ ის სხვა ქვეყანას კარგად აშენებს, იმას ეს არ უნდა“, - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად პრეპარატ პლაქველინსაც იყენებენ. ცერცვაძე ამბობს, რომ მედიკამენტს მსუბუქი პაციენტების სამკურნალოდ არ იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG