Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გაფრთხილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შეიძლება მსოფლიოში შიმშილის დონე გაორმაგდეს


ავღანეთში ოჯახებს პროდუქტს ურიგებენ სასურსათო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელი
ავღანეთში ოჯახებს პროდუქტს ურიგებენ სასურსათო პროგრამის ფარგლებში, 2019 წელი

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, რიცხვი იმ ადამიანებისა მსოფლიოში, რომლებიც შიმშილობენ, შეიძლება თითქმის გაორმაგდეს და მეოთხედ მილიარდს გადააჭარბოს. ამის მიზეზად უწყება კორონავირუსის აფეთქების შედეგად ეკონომიკურ ჩავარდნას ასახელებს.

გაფრთხილება მოჰყვა სასურსათო პროგრამის და მისი პარტნიორების მიერ მეოთხე წლიური გლობალური ანგარიშის გამოქვეყნებას 21 აპრილს. „COVID-19-ის შედეგად, რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც მწვავე სასურსათო ნაკლებობის წინაშე არიან, 2020 წელს შეიძლება გაიზარდოს 265 მილიონამდე, ანუ 130 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს, როცა ეს მონაცემი 135 მილიონს უდრიდა“, წერს უწყება თავის ანგარიშში. ანგარიშის ავტორების დასკვნით, რომ მოშიმშილეთა რიცხვი იზრდებოდაუკვე შარშან, კორონავირუსის გავრცელებამდე.

ტურიზმისგან შემოსავალის შემცირებამ, გადარიცხვების და მოგზაურობის შეჩერებამ, ასევე სხვა აკრძალვებმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა, გავლენა იქონია სასურსათო უსაფრთხოებაზე, წერენ გაეროს პროგრამის ანგარიშის ავტორები. უწყება ვარაუდობს, რომ მის მხარდასაჭერად წელს 10-12 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. შარშან პროგრამას სარეკორდო თანხა, 8,3 მილიარდი დოლარი მოხმარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG