Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთერიდან მოხსნეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი


საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გოგა კოხრეიძემ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული მისი პოსტი.

თეონა თურმანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა ვებგვერდის რედაქტორისთვის ხელმძღვანელის დანიშვნის გამო.

„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს. ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ. მერე ვნახოთ", - წერს „ფეისბუკზე" თურმანიძე.

საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გოგა კოხრეიძემ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული მისი პოსტი.

„მოკლედ გეტყვით,

ხშირად გიზიარებდით ახალ ამბებს ჩევნი ვებგვერდიდან, „12-საათიანი ეთერის" შემდეგაც ვაანონსებდი ყოველთვის და არ დამვიწყებია არც ერთხელ:) მთავარი მიზეზი ეს გოგოა [სოფო ჟღენტი],
ახლა დირექტორმა მისი მეგობარი მოიყვანა, ხაჟომია ხომ გახსოვთ? კი კი ის ქალი, აღარ დავწერ იმ სიტყვას...
დააბრუნა დიდებულად.

მარტივად,რომ გითხრათ სოფო იყო ვებპლატფორმის ხელმძღვანელი, ამ გადაწყვეტიკებით კი მას უფროსი დაუნიშნეს. ახალი ამბის განთავსება ეზღუდება", - დაწერა თეონა თურმანიძემ.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებისთვის ხელშეკრულების მოულოდნელი შეცვლისა და სხვა პოზიციაზე გადაყვანის მაგალითები მანამდეც იყო. გოგა კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, და მთავარი გამოშვების რედაქტორი, მაია მერკვილაძე, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, მიმდინარე თვის დასაწყისში კი სამსახურიდან გაათავისუფლა აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოში დავობს.

XS
SM
MD
LG