Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება რუსეთს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კავკასიაში ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების და მისი ახლობლების უსაფრთხოება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ჩეჩნეთში.

ჩვენი რადიოს მოწოდება მოსკოვისადმი მოჰყვა ჩეჩნეთის, კრემლის მიერ დასმული მმართველის, მხრიდან რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ხელმძღვანელის, ასლან დუკაევისადმი გამოთქმული ღია მუქარას.

რამზან კადიროვი დაუმუქრა დუკაევს რადიო თავისუფლების იმ სტატიის გარშემო, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ფერმერების მიმართ ჩეჩნეთის ხელისუფლების პოლიტიკის გამოწვევას წარმოადგენდა.

„იუტიუბში“ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც 1 აპრილითაა დათარიღებული, მთავრობის წევრებთან ერთად კადიროვი განიხილავს სტატიას და ვულგარულ გამოთქმებს მოიხმარს, ლანძღავს სტატიის ავტორს და იმუქრება, რომ მას სრული სიმკაცრით დასჯის. კადიროვი ამ ვიდეოში დუკაევზე ამბობს, რომ მას მუხლებზე აფორთხებს და „ჩვენს ხალხს პატიებას მოსთხოვსო“.

„რეგიონული ლიდერების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ, სულ ბოლოს, ასლან დუკაევისადმი გამოთქმული მუქარა, სახიფათო ტენდენციაა მაშინ, როცა ჩვენს აუდიტორიას განსაკუთრებით, როგორც არასდროს, სჭირდება ობიექტური ახალი ამბები და ინფორმაცია“, წერსრადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი 21 აპრილის განცხადებაში.

უფლებადაცვავი ორგანიზაციები ამბობენ, რომ კადიროვი, რომელიც ჩეჩნეთს მართავს 2007 წლიდან, რეპრესიულ ზომებს მიმართავს და რეგიონში უშიშროების ძალებისთვის შექმნილი აქვს დაუსჯელობის ატმოსფერო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG