Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთში 27 ათას ადამიანს ჩაუტარებენ ანტისხეულებზე ტესტს


ჩეხეთის რესპუბლიკამ დაგეგმა, 27 ათას ადამიანს ჩაუტაროს ანეტისხეულებზე ტესტი, რათა მეტი ინფორმაცია მოიპოვოს იმის თაობაზე, თუ რამდენი პირი იყო კორონავირუსის ინფექციასთან კონტაქტში.

კვლევა, რომელიც ოთხშაბათს, 22 აპრილს დაიწყება და მოიცავს ყველა ასაკის ჯგუფებს, უფრო ფართოა, ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ჩატარდა

კვლევა ტარდება ოთხ რეგიონში, მათ შორის არის ყველა ტიპის,როგორც მეტად, ასევე ნაკლებად ინფიცირებული რეგიონები. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის ინფორმაციის და სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ლადისლავ დუდეკმა.

შედეგები, რომელსაც მაისში მოელიან, მთავრობას წაადგება დასკვნების გაკეთებაში: რა რაოდენობის ადამიანები შეიძლება იყვნენ სიმპტომების გარეშე, და დაეხმარება მას, მომავალი ნაბიჯების დაგეგმვაში.

პანდემია ჩეხეთში ნაკლებად სერიოზულად მიმდინარეობს. მთავრობამ დროულად მიმართა შეზღუდვის ზომებს, დახურა მაღაზიები და სკოლები, აკრძალა მოგზაურობა და სავალდებულო გახადა პირბადეების ხმარება საჯარო ადგილებში. აპრილის ბოლოს იზრდება მთავრობაზე ზეწოლა, დააჩქაროს აკრძალვების შერბილება.

ინფექციის დამდგენი ტესტისგან განსხვავებით, ანტისხეულების გავლენის ტესტი გამოავლენს, იყო თუ არა ესა თუ ის პირი წარსულში ინფიცირებული. მათ, ვისაც დადებითი შედეგი იქნება, ჩაუტარდებათ გამოკვლევა უკვე ვირუსის შესახებ.

ჩეხეთში კოვიდით ინფიცირებულთა 6900-ზე მეტი შემთხვევაა. ინფექციამ შეიწირა 196 პირი. ქვეყანაში, სადაც თითქმის 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს,180 ათასამდე ადამიანის ტესტირება მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG