Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთში სამი პირის ექსტრადიცია მოახდინა


რუსეთის ფედერაციას საქართველომ გადასცა რუსეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე გადასცა. ვლადიკავკაზის პოლიცია ბრალდებულების გადაცემის ვიდეოს ავრცელებს.

რადიო თავისუფლებისთვის საქართველოს იუსტიცის სამისნიტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიცია დღეს, 21 აპრილს შედგა. იუსტიციის სამინისტრო თითოეული პირის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

მაქსიმ ფატეევი

რუსეთის მოქალაქე მაქსიმ ფატეევს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2019 წლის აგვისტოში მიმართა. ფატეევს შესაძლებლობა ჰქონდა, გამოეყენებინა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით არსებული ყველა საშუალება სამართლებრივი დავისათვის. 2020 წლის 10 მარტს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია; გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც. სასამართლომ უარი უთხრა ფატეევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, 21 აპრილს განხორციელდა ფატეევის რუსეთში ექსტრადიცია.

კურბან ომაროვი

რუსეთის მოქალაქე კურბან ომაროვს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ საშუალო სიმძიმის დაზიანებაში დახმარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 2 სექტემბერს მიმართა. ომაროვს საშუალება ჰქონდა, დაეცვა საკუთარი უფლებები საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით გათვალიწინებული ყველა სამართლებრივი საშუალებით. 2019 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ომაროვის ექსტრადიცია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა საასმართლომაც, სადაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ომაროვის ადვოკატმა გაასაჩივრა. სასამართლომ უარი უთხრა ომაროვს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, 21 აპრილს განხორციელდა ომაროვის რუსეთში ექსტრადიცია.

თეიმურ ღარიბოვი

აზერბაიჯანის მოქალაქეს თეიმურ ღარიბოვს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მონაწილობა. მისი ექსტრადიცია რუსეთის მხარემ 2019 წლის 2 სექტემბერს მოითხოვა. ღარიბოვის დაკავება, მისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება და ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო შემდეგ, ღარიბოვის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, საკითხი განიხილა უზენაესმა სასამართლომ და ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების საუძველზე და საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, 21 აპრილს განხორციელდა ღარიბოვის რუსეთში ექსტრადიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG