Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტს ეჭვი არ შეაქვს არჩევნებში რუსეთის აგრესიულ ჩარევაში


სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ბერი(მარჯვნივ) და მისი მოადგილე მარკ უორნერი
სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ბერი(მარჯვნივ) და მისი მოადგილე მარკ უორნერი

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, რიჩარდ ბერმა და მისმა დემოკრატმა მოადგილემ, მარკ უორნერმა წარმოადგინეს რიგით მეოთხე ანგარიში, რომელიც ეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სადაზვერვო სამსახურების დასკვნას.

ახალ ანგარიშში შეფასებულია წყაროები, მეთოდები და ანალიტიკური სამუშაო, რომელთა საფუძველზეც ამერიკულმა დაზვერვამ 2017 წელს დაასკვნა, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში.

სენატორ ბერის განცხადებით, დაზვერვის კომიტეტს არ აქვს რაიმე მიზეზი, რომ ამერიკული დაზვერვის დასკვნები სადავოდ აქციოს. მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ის არის, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიული ჩარევა უნდა განიხილებოდეს, როგორც ქცევის ახალი ნორმა. რიჩარდ ბერის თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გამო, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სიფრთხილე მტრულად განწყობილი უცხო ძალების ჩარევის რისკის მიმართ.

სენატორ უორნერის განცხადებით, 2016 წელს მიღწეული წარმატება რუსეთს უბიძგებს ძალა მოსინჯოს 2020 წლის არჩევნებშიც და ამერიკა ამას მომზადებული უნდა დახვდეს.

სენატის დაზვერვის კომიტეტის შეფასებით, რუსეთის ჩარევის მასშტაბი და აგრესიულობა უპრეცედენტო ხასიათის იყო.

XS
SM
MD
LG