Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყინწვისში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა


ყინწვისის მონასტრიდან ვრცელდება ინფორმაცია სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შესახებ. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, რომელიც სასულიერო პირია, მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ხელში მსუბუქად დაჭრა.

წყაროს ცნობით, მამა დავითი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემასაც კი ვერავინ ბედავდა. წყაროს თქმით, მხოლოდ არქიმანდრიტი საბა იყო, ვინც შენიშვნას და რჩევას აძლევდა, ამიტომ მათ შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, დაპირისპირების ყველა ადრინდელი ფაქტი „ჩაფარცხეს“ და არც ახლა აქვთ გამოძიების ბოლომდე მიყვანის იმედი.

ყინწვისის მონასტერში ინციდენტს უარყოფს მიტროპოლიტი იობი. თუმცა, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG