Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა


​საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა. პარლამენტმა დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა, მომხრე 97 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 10.

სხდომას ბოიკოტის ნიშნად დასწრებას არ აპირებდა პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - „ევროპული საქართველო“. პარტია მთავრობისგან საგანგებო მდგომარეობის მხარდაჭერისთვის კრიზისული გეგმის წარდგენას სთხოვდა. თუმცა, როგორც გაირკვა, მთავრობა ამ გეგმის წარდგენას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ, 24 აპრილს გეგმავს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან არის გამოცხადებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG