Accessibility links

„რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი“ – „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს


პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას აქვეყნებს პარტიის თავმჯდომარისა და მისი შვილის ბერა ივანიშვილის ერთობლივი ვიდეორგოლის შესახებ, რომელიც „ტიკტოკ“-ზე განათავსეს.

„ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებელის კადრებაში, იკადრეს, ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ - მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რახან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების მანძილზე მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ერთი სამუშაო დღის მაგალითზე აჩვენებს, რითი არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში:

  • „მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ საათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები“.
  • „გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით".
  • „ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან“.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც მანამდე, დღესაც ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარსა“ და პოლიტიკურ დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.

როგორც პარტია აღნიშნავს, ყველა ხედავს, რომ „მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!

და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს“.

ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ განცხადებით, მისთვის „აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ და ჩვენი გმირების ცხედრები ჯერაც არ იყო გაციებული, როცა კონცერტი მოაწყვეს და წაგებული ომი აზეიმეს ქვეყანას; ვინც 26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ; ვინც საქმეს შედეგის მისაღებად კი არა, ტელევიზორში ათასჯერ გამოსაჩენად“.

„ოცნების“ განცხადებით, საყოველთაოდ ცნობილია, ხელისუფლების მდგრადობას და ეფექტიანობას, ყველაზე უკეთ სწორედ კრიზისი ავლენს.

უკანასკნელ წლებში საქართველოს ორი ყველაზე მწვავე კრიზისი ქონდა - ეს პანდემია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაჩნდა და რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს როგორ ეფექტურად უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება და აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისი, რომელში პასუხისმგებლობა აგრესორთან ერთადნაციონალურ მოძრაობასაცმიუძღვის და ყველას კარგად ახსოვს მაშინ, როგორ სამარცხვინოდ დაკარგა სახენაციონალური მოძრაობისხელისუფლებამ, როგორ აბსოლუტურად გაშიშვლდა, რომ ვინ რას სჩადიოდა და ვინ რა განცხადებებს აკეთებდა, ჭკუა აღარავის მოეკითხებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG