Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაშვილი: უნდა ისეირნოთ გარეთ, თუმცა იყავით დისტანცირებული სხვებისაგან


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გარეთ გავიდნენ, მაგალითად, სასეირნოდ, თუმცა სხვებისგან დისტანციის დაცვით.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა #დარჩისახლში.

„გარეთ სეირნობის გარეშე ადამიანები დიდ ხანს, ალბათ, ვერ გაძლებენ. ეს აუცილებელი და საჭიროცაა მათი ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს ზახაშვილი და განაგრძობს: „ფაქტია, რომ ღია სივრცეში ნებისმიერ დროს რისკი არის შემცირებული, მაგრამ აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი“.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, არსებობს ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, თითქოს სუფთა ჰაერზე სეირნობაც არაა უსაფრთხო, თუმცა ეს მოსაზრება დამტკიცებული არაა:

„იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ სირბილის ან ველოსიპედით გადაადგილების დროს დაცვის დისტანცია შესაძლოა, უფრო მეტი იყოს საჭირო, ვიდრე არის ხოლმე რეკომენდებული ჩვეულებრივ, დახურულ სივრცეში და ვთქვათ, 2 მეტრზე მეტი დისტანცია უფრო მეტი დაცვის გარანტიას იძლეოდეს. თუმცა, ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომ სეირნობას ან ჰაერზე ყოფნას ზიანი მოუტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარა კოვიდის გავრცელების ინტენსიური წერტილი, ჯერჯერობით მე არსად წამიკითხავს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG