Accessibility links

მსოფლიო ბანკის პროგნოზით მოსალოდნელია ფულადი გზავნილების მკვეთრი ვარდნა


COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და იზოლაციის გამო მოსალოდნელია ფულადი გზავნილების გლობალური ვარდნა დაახლოებით 20 პროცენტით, ნათქვამია მსოფლიო ბანკის წერილში. რომლის თანახმად ნაკადების ვარდნა მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში მცხოვრები საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზეც.

"უახლეს ისტორიაში არნახული სავარაუდო კლება განპირობებული იქნება ძირითადად მიგრანტი მშრომელების ხელფასების და დასაქმების შემცირებით, რაც ბევრი დაუცველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს“,- ნათქვმია მსოფლიო ბანკის წერილში.

მსოფლიო ბანკის თანახმად ფულადი გზავნილების ნაკადების ვარდნა მოსალოდნელია განსაკუთრებით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27.5 პროცენტი), საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში (23.1 პროცენტი), სამხრეთ აზიაში (22.1 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (19.6 პროცენტი), ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში (19.3 პროცენტი), და აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (13 პროცენტი).

ფულადი გზავნილების მოცულობან დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 2019 წელსრეკორდულ მაჩვენებელს - 554 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია.

„ფულადი გზავნილების პერსპექტივა კვლავაც გაურკვეველი რჩება, ისევე როგორც COVID-19- ის გავლენა გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე და დაავადების გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებებზე. წარსულში მშრომელები გაცილებით მეტ ფულს რიცხავდნენ შინ კრიზისის და რთულ პერიოდებში. თუმცა, ამჯერად პანდემიამ გავლენა იქონია ყველა ქვეყანაზე და დამატებითი გაურკვევლობები შექმნა“,- ნათვამია მსოფლიო ბანკის წერილში.

საქართველოში 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მშპ -ის 10 პროცენტს გადააჭარბა, სადაც აღინიშნებოდა გზავნილების შედარებით მძლავრი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

„უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შინამეურნეობების 20 პროცენტი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებდა. COVID-19 -ის პანდემია და სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა გავლენას იქონიებს ფულადი გზავნილების შემოდინებაზე საქართველოში, რამდენადაც ძირითადი ქვეყნები, საიდანაც გზავნილების მიღება ხდება, კრიზისის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ (მაგ. იტალია, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები)“- ნათქვამია წერილში.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის თქმით საქართველოშიც მოსალოდნელი შემცირების გათვალისიწინებით მნიშვნელოვანია მთავრობამ, გაატაროს ანტიკრიზისული ღონისძიებები.

„მნიშნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მთავრობის ანტი-კრიზისული ღონისძიებებით, გზავნილების მისაღებად საჭირო ხარჯების და დროის შემცირების პარალელურად“ - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG