Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იონათამიშვილი სააკაშვილის გამო უკრაინასთან დიპ. ურთიერთობის გადახედვას არ გამორიცხავს


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას. დეპუტატი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გართულებას არ გამორიცხავს.

„თუ მართლა დაინიშნა სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ამ ორ ქვეყანას შორის კავშირი არის ძალიან ძვირფასი“, – თქვა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„პრეზიდენტის გუნდთან ერთად მზად ვარ ვიმუშაო უკრაინის პარლამენტში არსებულ ყველა პატრიოტულ ძალასთან და საზოგადოების სხვა პოლიტიკურ ძალებთან იმისთვის, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით შეძლოს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. იმედი მაქვს, ვიქნები გუნდის საიმედო წევრი და ხალხისთვის რაიმე სასარგებლოს გაკეთებით, გამოვადგები უკრაინას”, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG