Accessibility links

ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელშიც მედიკოსებიც შედიან


კიმ ჩენ ინი

ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელშიც მედიკოსებიც შედიან. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

ჩინელი ექიმების ვიზიტის ფონზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ჩრდილოკორეელი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აპრილის შუა რიცხვებში სამხრეთ კორეის პრესა იტყობინებოდა, რომ კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია გაუკეთეს. მაგრამ ამ ინფორმაციას არ მოჰყოლია დადასტურება.

როიტერსის წყაროს ცნობით, ჩრდილოკორეელი ლიდერი ცოცხალია და უახლოეს მომავალში შეიძლება გამოჩნდეს საზოგადოებაში. აშშ-ის დაზვერვასთან ახლოს მყოფი წყარო კი იტყობინება, რომ კიმ ჩენ ინს მართლაც ჰქონდა ჯანმთრელობის პრობლემები. თუმცა არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი სერიოზულად არის ავად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერჯერობით არ მოეპოვება ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

ჩრდილოეთ კორეის მედია კიმ ჩენ ინის ადგილმდებარეობის შესახებ უკანასკნელად იტყობინებოდა 11 აპრილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG