Accessibility links

რუსეთი წყვეტს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტს 1 ივლისამდე


რუსეთი, რომელიც ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, 1 ივლისამდე წყვეტს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტს, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ ქვეყნებს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არ დაარღვიონ სურსათის მიწოდების გლობალური სქემა, რამაც შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს გლობალური ვაჭრობა და სურსათის უსაფრთხოება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ შეზღდვა შეეხება ხორბლის, სიმინდის, ჭვავის, ქერისა და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტს. ცნობაში არაფერია ნათქვამი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისზე, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს 185 ქვეყანა.

ამასთან, რუსული ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა არ გავრცელდება მოსკოვის პარტნიორ ქვეყნებზე ევრაზიულ კავშირში - ბელარუსზე, სომხეთზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG