Accessibility links

პოლიციის მიერ დაკავებული კ.კ. სავარაუდოდ, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარია


პოლიციამ შიდა ქართლში დააკავა 1986 წელს, ქარელში დაბადებული კ.კ., რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მსგავსი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ინფორმაციას დღეს, 27 აპრილს ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: „გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, დაკავებული კ.კ. კობა კობაიძეა. ერისკაცობაში სწორედ ეს სახელი ჰქონდა ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს, დავით აქიაშვილს, რომელმაც გასულ კვირაში დაცხრილა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომანქანა.

ჩვენი წყარო, რომელიც სასულიერო პირია, გვიამბობდა, რომ მამა დავითი, რომელიც მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემასაც კი ვერავინ ბედავს. წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ არქიმანდრიტი საბა იყო, ვინც შენიშვნას და რჩევას აძლევდა, ამიტომ მათ შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG