Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია


ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს 62 წლის მამაკაცი. ის თავდაპირველად ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ იმყოფებოდა მაღალი ტემპერატურით, ტესტირების დადებითი პასუხის შემდეგ კი, კლინიკაში გადაიყვანეს.

პაციენტი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. ამჟამად მისი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

28 აპრილის დილის მონაცემებით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 20 პაციენტს მკურნალობენ. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

28 აპრილს დილით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, 511 შემთხვევიდან ​156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG