Accessibility links

მინისტრი: სომხეთი ვეღარ შეძლებს უმკურნალოს კორონავირუსით ყველა ინფიცირებულს


არსენ ტოროსიანი

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნამ შესაძლოა მალე ვეღარ შეძლოს უმკურნალოს ინფიცირებულებს, რომლებსაც დაავადების სუსტი სიმპტომები ექნებათ.

"ნამდვილად არ მსურს ეს დღე დადგეს, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ვეღარ შევძლებთ მივსდიოთ ყველა ცალკეულ შემთხვევას", - უთხრა არსენ ტოროსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 26 აპრილს. ამ მომენტიდან ქვეყანაში მხოლოდ სერიოზულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ვუმკურნალებთო, აცხადებს მინისტრი და დასძენს - "არ ვიცით, ეს დღე როდის მოვა".

სომხეთის მთავრობამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა მოქალაქეების გადაადგილებაზე და მარტის ბოლოს ბიზნესების უმეტესობის დახურვის ბრძანება გასცა, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად შემცირდა ინფექციის გავრცელების სიხშირე. ამის გამო მომდინარე თვეში ხელისუფლებამ დაიწყო ეკონომიკის გარკვეული სექტორების გახსნა და ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.

მაგრამ გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე გამოაცხადა. 27 აპრილს ქვეყანაში 62 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რამაც მთლიანი რაოდენობა 1,808-ს გაუტოლა. დაღუპულია 29 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG