Accessibility links

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ


ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი. 2019 წ. 28 სექტემბრის ფოტო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის საცოლეს, კერი საიმონდსს, ვაჟი ეყოლა. როგორც როიტერსი იტყობინება, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

„პრემიერ-მინისტრი და მის საიმონდსი მადლობას უხდიან ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის არაჩვეულებრივ გუნდს“, - განაცხადა წყვილის წარმომადგენელმა.

ჯონსონი ორშაბათს დაუბრუნდა სამსახურს მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, ერთი თვის წინ აღმოაჩნდა COVID-19, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლეს.

საიმონდსაც ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირების მსუბუქი ნიშნები, მაგრამ იოლად გამომჯობინდა.

ეს ჯონსონისა და საიმონდსის პირველი შვილია.

ჯონსონი, რომელიც არ აცხადებს, რამდენი შვილის მამაა, ადრე მარინა ულერზე იყო დაქორწინებული და მისგან ოთხი შვილი ჰყავს.

ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შვილი ეყოლა ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG