Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FOX News-მა მარნეულის პროტესტი გააშუქა როგორც აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მიმდინარე აქცია


ამერიკული საკაბელო არხის FOX News ეთერში მოხვდა საქართველოში, მარნეულში კარანტინის საწინააღმდეგო აქცია, როგორც აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მიმდინარე პროტესტი.

27 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში მარნეული აჩვენეს ნიუ იორკის შტატის ქალაქ ოლბანის, ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდისა და ვერმონტის შტატის ქალაქ მონპელიეს, გვერდით.

არხის შეცდომას გამოხმაურება მოჰყვა Twitter-ზე. “ლამაზი, ეგზოტიკური მარნეული! როგორ იქნა დამსახურებული ყურადღება მიიღო”, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

“ქართველებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ქვეყნის მუნიციპალიტეტი, მარნეული აშშ-ის ქალაქად იქცა, მას შემდეგ, რაც FOX News-ს მარნეულის პროტესტის კადრები აერია აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მიმდინარე მოვლენებში”, - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი.

“საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახალ ამბებში, და სამწუხაროდ, ისევ აერიათ ჯორჯიის შტატში. მეორე მხრივ, მარნეულმა ცნობადობაც მიიღო!” - წერს NDI საქართველოს წარმომადგენელი, თამარ გზირიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG