Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადადგეს პუტინი!" - კრემლის მახლობლად დააკავეს ანტისამთავრობო ერთკაციანი პიკეტების მონაწილეები


სერგეი უდალცოვი, "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი
სერგეი უდალცოვი, "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი

მოსკოვში კრემლის მახლობლად მდებარე ხიდზე პოლიციამ 1 მაისს დააკავა ერთკაციანი პიკეტების მონაწილეები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ ტრანსპარანტები წარწერებით:

  • "გადადგეს პუტინი და მთავრობა!"
  • "მოვითხოვთ კრიზისში მყოფი მოსახლეობის რეალურ დახმარებას!".

საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო მოძრაობა "მემარცხენე ფრონტის" აქტივისტების მიერ.

აქციის ადგილზე დაკავებული მოძრაობის წევრები რენატ იაკუბოვი, ალექსანდრ ბოჩკოვი და იგორ მიციკოვი გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში ადმინისტრაციული მასალების შესადგენად.

"მემარცხენე ფრონტის" აქცია დაკავშირებული იყო მშრომელთა სოლიდარობის დღესთან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქტივისტებს არ დაურღვევიათ მოქმედი კანონმდებლობა, რადგან პიკეტებს მორიგეობით ატარებდნენ, რასაც არ სჭირდება ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG