Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს 80 მილიონი დოლარის გამოყოფის ხელშეკრულებას


საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით, საქართველოსთვის 80 მილიონი დოლარის გამოყოფის ხელშეკრულება.

დოკუმენტს ონლაინრეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება.

კერძოდ, გამოყოფილი სახსრებით, მოხდება ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარებისა და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერა. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს COVID-19-ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

XS
SM
MD
LG