Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა


სამთავრობო ვებგვერდის stopcov.g-ს მონაცემებით, საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

სულ ქვეყნაში დადასტურებულია ინფიცირების 566 შემთხვევა, მათ შორის, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 5320 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG